გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 36:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 36:14

ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი.

ესაია 36:14 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 36:14 კონტექსტში

36:12უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.

36:13დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა დიდი მეფისა, აშურის მეფისა.

36:14ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი.

36:15ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს.

36:16ნუ დაუჯერებთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი,

პარალელური ადგილები: ესაია 36:14

განაგრძე კითხვა: ესაია 36

სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში