
ესაია 36:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?
ესაია 36:5 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 36:5 კონტექსტში
36:3გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.
36:4უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?
36:5გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?
36:6აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
36:7რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო?
პარალელური ადგილები: ესაია 36:5
- იერემია 52:3ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
- იგავესნი 24:5ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.
- იგავესნი 24:6თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.
- ნეემია 2:19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?
- ნეემია 2:20სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი: ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.
- ეზექიელი 17:15ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მოეცათ მისთვის; განა იღორძინებს და გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
- იგავესნი 21:30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
- იგავესნი 21:31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
განაგრძე კითხვა: ესაია 36
სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში