
ესაია 36:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
ესაია 36:9 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 36:9 კონტექსტში
36:7რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო?
36:8ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის.
36:9აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
36:10მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო!
36:11მიუგეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.
პარალელური ადგილები: ესაია 36:9
- ესაია 10:8რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?
- იგავესნი 21:31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
- ესაია 30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
- ესაია 30:16თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები.
- ესაია 30:17ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით, ვიდრე სამანივით არ შერჩებით მთის წვერს და მაღლობს - ნიშანივით.
- ესაია 36:6აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
- ესაია 20:5შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.
- იერემია 2:36რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.
განაგრძე კითხვა: ესაია 36
სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში