
ესაია 37:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაიგონა ეს ხიზკიაჰუმ, სამოსელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
ესაია 37:1 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 37:1 კონტექსტში
37:1როცა გაიგონა ეს ხიზკიაჰუმ, სამოსელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
37:2გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები ესაია წინასწარმეტყველთან, ამოცის ძესთან.
37:3უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
პარალელური ადგილები: ესაია 37:1
- ესაია 36:22მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.
- ესაია 37:38ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
- იობი 1:20ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.
- იობი 1:21თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.
- ეზრა 9:5ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
- იონა 3:5იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
- იონა 3:6შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.
- იერემია 36:24არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
განაგრძე კითხვა: ესაია 37
სრულად წაიკითხე: ესაია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში