
ესაია 37:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
ესაია 37:25 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 37:25 კონტექსტში
37:23ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
37:24შენს მორჩილთა პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ალვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.
37:25ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
37:26ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები.
37:27მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
პარალელური ადგილები: ესაია 37:25
- ესაია 36:12უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.
- მეორე სთვლისაება 11:10რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
განაგრძე კითხვა: ესაია 37
სრულად წაიკითხე: ესაია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში