
ესაია 37:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმის გამო, რომ ცოფობ ჩემ წინააღმდეგ და მისწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობის ამბავი, ნესტოებში რგოლებს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
ესაია 37:29 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 37:29 კონტექსტში
37:27მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
37:28ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ.
37:29იმის გამო, რომ ცოფობ ჩემ წინააღმდეგ და მისწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობის ამბავი, ნესტოებში რგოლებს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
37:30ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
37:31კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.
პარალელური ადგილები: ესაია 37:29
- ეზექიელი 38:4გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელ შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
- ესაია 10:12როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
- ესაია 30:28მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყველამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად.
- ესაია 37:34უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 29:4ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.
- მოციქულთა საქმენი 9:4მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
- ფსალმუნები 74:23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
- ესაია 36:10მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო!
განაგრძე კითხვა: ესაია 37
სრულად წაიკითხე: ესაია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში