
ესაია 37:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესაია 37:5 კონტექსტში
37:3უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
37:4ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
37:5მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მორჩილნი ესაიასთან.
37:6უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მაგინებენ აშურის მეფის მსახურნი.
37:7აჰა, მივუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისივე ქვეყანაში დავცემ მახვილით.
განაგრძე კითხვა: ესაია 37
სრულად წაიკითხე: ესაია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში