
ესაია 38:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს:
ესაია 38:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 38:2 კონტექსტში
38:1იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.
38:2კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს:
38:3უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენ წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
პარალელური ადგილები: ესაია 38:2
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- მათეს სახარება 6:6შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
განაგრძე კითხვა: ესაია 38
სრულად წაიკითხე: ესაია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში