
ესაია 4:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
ესაია 4:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 4:5 კონტექსტში
4:3სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ,
4:4როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.
4:5მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
4:6კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.
პარალელური ადგილები: ესაია 4:5
- გამოსვლა 13:21წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
- გამოსვლა 13:22არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი.
- ნეემია 9:12დღისით ღრუბლის სვეტით მიგყავდა და ღამით ცეცხლის სვეტით, რათა ის გზა გაგენათებინა, რომელსაც ადგნენ.
- გამოსვლა 40:34დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
- რიცხვთა 9:15სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე.
- რიცხვთა 9:22ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ.
- ფსალმუნები 78:14და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
განაგრძე კითხვა: ესაია 4
სრულად წაიკითხე: ესაია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში