
ესაია 40:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.
ესაია 40:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 40:20 კონტექსტში
40:18ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?
40:19ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული.
40:20ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.
40:21ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
40:22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
პარალელური ადგილები: ესაია 40:20
- ესაია 41:7მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
- ესაია 46:7მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.
- იერემია 10:3რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
- იერემია 10:4ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.
- ესაია 2:8ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.
- ესაია 2:9დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.
- დანიელი 5:23შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
- მეფეთა ა 5:3ადგნენ მეორე დღეს დილით აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ მიწაზე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას.
განაგრძე კითხვა: ესაია 40
სრულად წაიკითხე: ესაია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში