
ესაია 41:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
ესაია 41:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 41:9 კონტექსტში
41:7მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
41:8შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
41:9რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
41:11აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
პარალელური ადგილები: ესაია 41:9
- მეფეთა ა 12:22უფალი კი არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან გადაწყვეტილი აქვს უფალს, რომ თავის ერად გაგხადოთ თქვენ.
- ფსალმუნები 94:14რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.
- მეორე სთვლისაება 7:6რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
- მეორე სთვლისაება 7:7იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ,
- იესო ნავეს ძე 24:2უთხრა იესომ მთელ ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
- იესო ნავეს ძე 24:4მივეცი ისაკს იაკობი და ესავი; მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი თავისი შვილებითურთ ეგვიპტეში ჩავიდა.
- კორინთელთა მიმართ ა 1:26დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენ შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
- კორინთელთა მიმართ ა 1:29და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
განაგრძე კითხვა: ესაია 41
სრულად წაიკითხე: ესაია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში