
ესაია 43:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენ შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
ესაია 43:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (მწუხრი).
ესაია 43:12 კონტექსტში
43:10თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება.
43:11მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
43:12მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენ შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
43:13დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
43:14ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
პარალელური ადგილები: ესაია 43:12
- ფსალმუნები 81:9არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
- ფსალმუნები 81:10მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
- ესაია 43:10თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება.
- მეორე სთვლისაება 32:12ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
- ესაია 44:8ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.
- ესაია 46:9გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.
- ესაია 46:10დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
- ესაია 48:4რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
განაგრძე კითხვა: ესაია 43
სრულად წაიკითხე: ესაია 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში