
ესაია 46:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.
ესაია 46:2 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 46:2 კონტექსტში
46:1ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!
46:2მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.
46:3მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:
46:4შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.
პარალელური ადგილები: ესაია 46:2
- იერემია 48:7რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან.
- მსაჯულნი 18:17ავიდა ის ხუთი კაცი, მხარე რომ დაზვერა, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.
- მსაჯულნი 18:18მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!
- იერემია 43:12ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით.
- იერემია 43:13დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.
- მეფეთა ბ 5:21იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
- მსაჯულნი 18:24უთხრა: მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო? როგორღა მეუბნებით, რა მოგივიდაო?
- ესაია 37:12აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი; ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
განაგრძე კითხვა: ესაია 46
სრულად წაიკითხე: ესაია 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში