
ესაია 47:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!
ესაია 47:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 47:13 კონტექსტში
47:11გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ.
47:12იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე.
47:13დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!
47:14აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად!
47:15ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება.
პარალელური ადგილები: ესაია 47:13
- ესაია 44:25რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.
- დანიელი 2:2მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე.
- დანიელი 2:10მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არც-ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან.
- ეზექიელი 24:12ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია.
- იერემია 51:58ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები.
- ესაია 57:10დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ.
- აბაკუმი 2:13განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?
- ესაია 47:15ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება.
განაგრძე კითხვა: ესაია 47
სრულად წაიკითხე: ესაია 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში