
ესაია 5:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ.
ესაია 5:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 5:17 კონტექსტში
5:15მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება.
5:16მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.
5:17გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ.
5:18ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას.
5:19რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ.
პარალელური ადგილები: ესაია 5:17
- სოფონია 2:6გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის სადგომებად.
- ესაია 7:25ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი.
- სოფონია 2:14ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები.
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- ოსეა 8:7რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.
- ესაია 7:21იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს.
- ესაია 7:22რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი.
- მეორე სთვლისაება 32:15გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
განაგრძე კითხვა: ესაია 5
სრულად წაიკითხე: ესაია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში