
ესაია 57:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?
ესაია 57:4 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 57:4 კონტექსტში
57:2ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი.
57:3ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო!
57:4ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?
57:5რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში?
57:6რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით?
პარალელური ადგილები: ესაია 57:4
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:13ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.
- ესაია 1:4ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!
- ფსალმუნები 35:21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
- გამოსვლა 9:17აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.
- ესაია 37:23ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
- მათეს სახარება 27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
- ესაია 30:1ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.
განაგრძე კითხვა: ესაია 57
სრულად წაიკითხე: ესაია 57 · გახსენი ბიბლიის მკითხველში