
ესაია 65:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
ესაია 65:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 65:10 კონტექსტში
65:8ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
65:9გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
65:10გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
65:11თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
65:12სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
პარალელური ადგილები: ესაია 65:10
- ესაია 35:2აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.
- ესაია 33:9გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი.
- ოსეა 2:15იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
- ესაია 51:1მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი!
- იესო ნავეს ძე 7:24გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე.
- იესო ნავეს ძე 7:26აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დაცხრა უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი (რისხვის ველი).
- ეზექიელი 34:13გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში.
- ეზექიელი 34:14საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.
განაგრძე კითხვა: ესაია 65
სრულად წაიკითხე: ესაია 65 · გახსენი ბიბლიის მკითხველში