
ესაია 66:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
ესაია 66:1 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 66:1 კონტექსტში
66:1ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
66:2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
66:3არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას,
პარალელური ადგილები: ესაია 66:1
- მოციქულთა საქმენი 17:24ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.
- მოციქულთა საქმენი 7:48მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
- მოციქულთა საქმენი 7:50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
- მათეს სახარება 5:34ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
- მათეს სახარება 5:35ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
- ფსალმუნები 132:7მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
- მეფეთა ბ 7:5წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
- მეფეთა ბ 7:7ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
განაგრძე კითხვა: ესაია 66
სრულად წაიკითხე: ესაია 66 · გახსენი ბიბლიის მკითხველში