
ესაია 7:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შეითქვნენ შენ წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:
ესაია 7:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის პარასკევი (მეექვსე ჟამი).
ესაია 7:5 კონტექსტში
7:3უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,
7:4და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.
7:5რადგან შეითქვნენ შენ წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:
7:6გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე.
პარალელური ადგილები: ესაია 7:5
- ფსალმუნები 83:3შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
- ფსალმუნები 83:4თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
- ზაქარია 1:15დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.
- ფსალმუნები 2:2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
- ნაუმი 1:11შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.
განაგრძე კითხვა: ესაია 7
სრულად წაიკითხე: ესაია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში