
იაკობის ეპისტოლე 2:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
იაკობის ეპისტოლე 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იაკობის ეპისტოლე 2:6
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “გულდათმენით აიტანეთ ვერცხლისმოყვარეობა. ისინი საკუთარ თავს ღუპავენ და არა თქვენ. თქვენ ქონებას გაკლებენ, საკუთარ თავს კი, ღვთის წყალობასა და შეწევნას. მის გარეშე დარჩენილი, თუნდაც მთელი სამყაროს სიმდიდრეს ფლობდეს, ყველაზე ღარიბია.”
ბედა პატივცემული7 საუკუნე ნიკოდიმოს მთაწმინდელი18 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იაკობის ეპისტოლე 2:6 კონტექსტში
2:4განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?
2:5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
2:6თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
2:7განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
2:8თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.
პარალელური ადგილები: იაკობის ეპისტოლე 2:6
- იგავესნი 17:5ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
- კორინთელთა მიმართ ა 11:22ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.
- იგავესნი 14:31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
- ფსალმუნები 14:6თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
- ამოსი 8:4ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
- ამოსი 8:6ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?
- იაკობის ეპისტოლე 5:4აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.
- მოციქულთა საქმენი 17:6რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან;
განაგრძე კითხვა: იაკობის ეპისტოლე 2
სრულად წაიკითხე: იაკობის ეპისტოლე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
