
იერემია 11:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ.
იერემია 11:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 11:17 კონტექსტში
11:15რა უნდა ჩემს სატრფოს ჩემს სახლში, როცა ამდენი უკეთურება აქვს ჩადენილი? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?
11:16ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა სახელად უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი წაეკიდა და გაუფუჭდა რტოები.
11:17ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ.
11:18უფალმა მაცოდინა და ვიცი, მაშინ დამანახვა მათი საქმეები.
11:19უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი.
პარალელური ადგილები: იერემია 11:17
- ესაია 5:2დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.
- იერემია 12:2შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.
- იერემია 2:21მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!
- იერემია 19:15ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.
- იერემია 42:10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
- ფსალმუნები 80:8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
- იერემია 18:8მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.
- იერემია 45:4ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა!
განაგრძე კითხვა: იერემია 11
სრულად წაიკითხე: იერემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში