
იერემია 13:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?
იერემია 13:27 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 13:27 კონტექსტში
13:25ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.
13:26მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,
13:27შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?
პარალელური ადგილები: იერემია 13:27
- ოსეა 8:5დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური?
- ეზექიელი 24:13გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას.
- ეზექიელი 6:13და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
- ესაია 65:7მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს.
- იგავესნი 1:22როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
- იერემია 5:7როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
- იერემია 5:8ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.
- იერემია 2:20როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.
განაგრძე კითხვა: იერემია 13
სრულად წაიკითხე: იერემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში