
იერემია 16:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჯერ ორმაგად ვაზღვევინებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რომ წარყვნეს ჩემი მიწა. საკერპო გვამებით და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო.
იერემია 16:18 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 16:18 კონტექსტში
16:16აჰა, გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან.
16:17რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათს გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული დაიფარება ჩემს თვალთაგან.
16:18ჯერ ორმაგად ვაზღვევინებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რომ წარყვნეს ჩემი მიწა. საკერპო გვამებით და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო.
16:19უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.
16:20თუ შექმნის ადამიანი თავისთვის ღმერთებს? არ იქნებიან ისინი ღმერთები!
პარალელური ადგილები: იერემია 16:18
- ესაია 40:2მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
- რიცხვთა 35:33ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით.
- რიცხვთა 35:34ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენ შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.
- იერემია 17:18სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი.
- იერემია 2:7მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.
- ეზექიელი 11:21ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.
- გამოცხადება 18:6მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.
- ეზექიელი 11:18მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.
განაგრძე კითხვა: იერემია 16
სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში