გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 16:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 16:8

არ წახვიდე ლხინის სახლში მათთან ერთად დასაჯდომად, სმად და ჭამად.

იერემია 16:8 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 16:8 კონტექსტში

16:6დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს.

16:7არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად, არავინ შეასმევს მათ სანუგეშებელ თასს მამისა და დედის გამო.

16:8არ წახვიდე ლხინის სახლში მათთან ერთად დასაჯდომად, სმად და ჭამად.

16:9რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.

16:10როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?

პარალელური ადგილები: იერემია 16:8

განაგრძე კითხვა: იერემია 16

სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში