
იერემია 17:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
იერემია 17:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 17:14 კონტექსტში
17:12დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი.
17:13ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.
17:14განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
17:15აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო!
17:16არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენ წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
პარალელური ადგილები: იერემია 17:14
- ფსალმუნები 6:2შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
- მეორე სთვლისაება 32:39ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
- ფსალმუნები 106:47გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
- ლუკას სახარება 4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
- მეორე სთვლისაება 10:21ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
- ფსალმუნები 6:4შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
- ფსალმუნები 109:1გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
- ესაია 57:18მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ.
განაგრძე კითხვა: იერემია 17
სრულად წაიკითხე: იერემია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში