
იერემია 18:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!
იერემია 18:23 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 18:23 კონტექსტში
18:21ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.
18:22კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.
18:23შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!
პარალელური ადგილები: იერემია 18:23
- ფსალმუნები 35:4შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
- ფსალმუნები 69:22იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.
- ფსალმუნები 69:28ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.
- ნეემია 4:4ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.
- ნეემია 4:5ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენ წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს.
- ესაია 2:9დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.
- ფსალმუნები 109:14გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
- ფსალმუნები 109:15იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
განაგრძე კითხვა: იერემია 18
სრულად წაიკითხე: იერემია 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში