
იერემია 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,
იერემია 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:11 კონტექსტში
22:9იტყვიან: იმისთვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღვთის აღთქმა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსახაურება.
22:10ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.
22:11რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,
22:12არამედ მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს და ვეღარ იხილავს ამ ქვეყანას.
22:13ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!
პარალელური ადგილები: იერემია 22:11
- ნეშტთა შორისა ა 3:15იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
- ნეშტთა შორისა ბ 36:1გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე [სცხეს მას], და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში.
- ნეშტთა შორისა ბ 36:4ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა იუდაში და იერუსალიმში და იეჰოაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა [და მოკვდა იქ. ვერცხლსა და ოქროს აძლევდნენ ფარაონ ნექოს. მაშინ დაიწყო ქვეყანამ ხარკის აკრეფა და ვერცხლის გაღება ფარაონის ბრძანებით, და თითოეული შეძლებისდაგვარად მოითხოვდა ვერცხლსა და ოქროს ქვეყნის ერისაგან ფარაონ ნექოსთვის მისაცემად].
- ნეშტთა შორისა ბ 34:22წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, მესამოსლისა (იგი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე.
- ნეშტთა შორისა ბ 28:12წინ აღუდგნენ ეფრემიანთა თავკაცები - ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხალდაის ძე ომიდან მოსულთ.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში