
იერემია 22:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
იერემია 22:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:15 კონტექსტში
22:13ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!
22:14ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.
22:15იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
22:16დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.
22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
პარალელური ადგილები: იერემია 22:15
- ესაია 3:10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
- ეკლესიასტე 10:17ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ!
- იგავესნი 25:5მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.
- იგავესნი 29:4მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.
- ფსალმუნები 128:1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
- ფსალმუნები 128:2შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
- იერემია 21:12დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.
- მეფეთა ბ 8:15მეფობდა დავითი მთელ ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელ თავის ხალხს.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში