
იერემია 23:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცდუნება მთელ ქვეყანაში.
იერემია 23:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 23:15 კონტექსტში
23:13სამარიის წინასწარმეტყველთა შორისაც დავინახე სისაძაგლე: ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცდუნებდნენ ჩემს ერს - ისრაელს.
23:14იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი.
23:15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცდუნება მთელ ქვეყანაში.
23:16ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცდუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს.
23:17ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო.
პარალელური ადგილები: იერემია 23:15
- იერემია 8:14რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ.
- იერემია 9:15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,
- გლოვა იერემიასი 3:5შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
- ფსალმუნები 69:21და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
- გლოვა იერემიასი 3:15სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
- გლოვა იერემიასი 3:19გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
- გამოცხადება 8:11ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ.
- მათეს სახარება 27:34მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
განაგრძე კითხვა: იერემია 23
სრულად წაიკითხე: იერემია 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში