
იერემია 25:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
იერემია 25:33 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 25:33 კონტექსტში
25:31ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.
25:32ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან.
25:33ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
25:34ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით.
25:35გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს.
პარალელური ადგილები: იერემია 25:33
- ესაია 66:16რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი.
- იერემია 8:2და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
- ფსალმუნები 79:3დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
- ესაია 5:25ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
- იერემია 16:4საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.
- იერემია 16:7არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად, არავინ შეასმევს მათ სანუგეშებელ თასს მამისა და დედის გამო.
- გამოცხადება 11:9სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავენ მათი დამარხვის ნებას.
- იერემია 25:18იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან,
განაგრძე კითხვა: იერემია 25
სრულად წაიკითხე: იერემია 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში