
იერემია 25:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან.
იერემია 25:37 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 25:37 კონტექსტში
25:35გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს.
25:36აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს.
25:37დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან.
25:38გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან.
პარალელური ადგილები: იერემია 25:37
- ესაია 27:10რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის.
- ესაია 27:11როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.
- ესაია 32:14რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
განაგრძე კითხვა: იერემია 25
სრულად წაიკითხე: იერემია 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში