
იერემია 27:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.
იერემია 27:3 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:3 კონტექსტში
27:1იუდას მეფის, იეჰოაკიმ (ციდკია) იოშიას ძის მეფობის დასაწყისში იყო ეს სიტყვა იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:
27:2ასე მითხრა უფალმა: გააკეთე მოსართავები და უღელი და ქედზე დაიდე;
27:3შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.
27:4დაავალე მათ, ეს უთხრან თავ-თავის ბატონებს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ასე უთხარით თქვენს ბატონებს:
27:5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
პარალელური ადგილები: იერემია 27:3
- ამოსი 1:9ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.
- ამოსი 2:3ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი.
- იერემია 25:19ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელ მის ხალხს,
- იერემია 25:26ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს.
- ნეშტთა შორისა ბ 36:13განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ მოსაქცევად.
- ეზექიელი 29:18ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა.
- ეზექიელი 25:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 25:17აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში