
იერემია 28:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა.
იერემია 28:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 28:10 კონტექსტში
28:8წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს;
28:9წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად.
28:10მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა.
28:11თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
28:12იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე:
პარალელური ადგილები: იერემია 28:10
- იერემია 27:2ასე მითხრა უფალმა: გააკეთე მოსართავები და უღელი და ქედზე დაიდე;
- იერემია 28:4იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელ გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
- მალაქია 3:13მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
- იერემია 28:2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი.
- იერემია 36:23წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში.
- იერემია 36:24არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
განაგრძე კითხვა: იერემია 28
სრულად წაიკითხე: იერემია 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში