
იერემია 28:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
იერემია 28:6 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 28:6 კონტექსტში
28:4იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელ გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
28:5უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ.
28:6თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
28:7ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად.
28:8წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს;
პარალელური ადგილები: იერემია 28:6
- ფსალმუნები 41:13კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
- იერემია 11:5რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის.
- გამოცხადება 1:18აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
- იერემია 28:3ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ბაბილონში.
- კორინთელთა მიმართ ბ 1:20ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენ მიერ.
- რიცხვთა 5:22შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
- იერემია 17:16არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენ წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
- მათეს სახარება 6:13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
განაგრძე კითხვა: იერემია 28
სრულად წაიკითხე: იერემია 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში