
იერემია 29:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი.
იერემია 29:20 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:20 კონტექსტში
29:18მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.
29:19იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.
29:20თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი.
29:21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.
29:22წყევლის იგავად შეიქნებიან ისინი ბაბილონში გადასახლებული იუდაელებისთვის, რომლებიც იტყვიან: გაგხადოს უფალმა ციდკიასავით და ახაბივით, რომლებიც ცეცხლში შეწვა ბაბილონის მეფემ
პარალელური ადგილები: იერემია 29:20
- იერემია 24:5ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ.
- მიქა 4:10იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან.
- ეზექიელი 3:15მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
- ეზექიელი 3:11წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში