
იერემია 29:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ.
იერემია 29:27 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:27 კონტექსტში
29:25ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შენი სახელით წერილები დაუგზავნე იერუსალიმში მყოფ ხალხს, და მღვდელ სოფონიას, მაყასიას ძეს, და ყველა მღვდელს, რომ
29:26უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო,
29:27ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ.
29:28რადგან ჩვენც გვითვლიდა ბაბილონში, ხანგრძლივიაო ეს ამბავი! აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო.
29:29ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს.
პარალელური ადგილები: იერემია 29:27
- მოციქულთა საქმენი 4:17მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
- მოციქულთა საქმენი 4:21ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
- მოციქულთა საქმენი 5:40დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი.
- მოციქულთა საქმენი 5:28აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.
- ნეშტთა შორისა ბ 25:16როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:8როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
- რიცხვთა 16:3შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?
- იერემია 1:1სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ, ბენიამინის ქვეყანაში,
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში