
იერემია 31:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.
იერემია 31:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 31:17 კონტექსტში
31:15ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი.
31:16ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
31:17არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.
31:18ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
31:19რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.
პარალელური ადგილები: იერემია 31:17
- გლოვა იერემიასი 3:21ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
- ოსეა 2:15იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
- გლოვა იერემიასი 3:18ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;
- ოსეა 3:5მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
- იერემია 29:11რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.
- იერემია 29:16ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელ ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;
- გლოვა იერემიასი 3:26კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
- ეზექიელი 37:25იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: იერემია 31
სრულად წაიკითხე: იერემია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში