
იერემია 31:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!
იერემია 31:21 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 31:21 კონტექსტში
31:19რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.
31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
31:21აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!
31:22როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.
31:23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ!
პარალელური ადგილები: იერემია 31:21
- იერემია 50:5სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით.
- ესაია 62:10შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს.
- ესაია 48:20გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!
- იერემია 51:50ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ.
- იერემია 3:14მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში.
- ზაქარია 2:6ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი.
- ზაქარია 2:7ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!
- ესაია 57:14თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას!
განაგრძე კითხვა: იერემია 31
სრულად წაიკითხე: იერემია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში