
იერემია 32:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერემია 32:13 კონტექსტში
32:11ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხვდვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი,
32:12და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.
32:13დავავალე მათ თვალწინ ბარუქს და ვუთხარი:
32:14ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები - ეს ნასყიდობის წიგნი, როგორც დაბეჭდილი, ისე ღია, და ჩადევი თიხის ჭურჭელში, რომ დიდხანს ინახებოდეს.
32:15რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავაც იქნება ყიდვა-გაყიდვა სახლებისა, ყანებისა და ვენახებისა ამ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში