
იერემია 32:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი.
იერემია 32:42 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 32:42 კონტექსტში
32:40დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.
32:41გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.
32:42რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი.
32:43იყიდიან ყანებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ, გაუდაბურდაო, ადამიანის და პირუტყვის ჭაჭანება არ არის, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელში.
32:44ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 32:42
- იერემია 31:28როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი.
- ზაქარია 8:14ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე,
- ზაქარია 8:15კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!
- იესო ნავეს ძე 23:14აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
- იესო ნავეს ძე 23:15როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
- მათეს სახარება 24:35ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- იერემია 33:10ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს,
- იერემია 33:11ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში