
იერემია 32:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.
იერემია 32:9 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 32:9 კონტექსტში
32:7აჰა, ხანამიელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდე ჩემი ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, რადგან შენ გევალება მისი ყიდვა სანათესაო წესის თანახმად.
32:8მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.
32:9ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.
32:10დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.
32:11ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხვდვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი,
პარალელური ადგილები: იერემია 32:9
- ესთერი 3:9თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.
- ზაქარია 11:12ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.
- ზაქარია 11:13მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
- ესაია 55:2რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.
- ოსეა 3:2ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,
- შესაქმე 37:28ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
- შესაქმე 23:15ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი.
- შესაქმე 23:16დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში