
იერემია 33:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
იერემია 33:25 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 33:25 კონტექსტში
33:23იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
33:24ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.
33:25ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
33:26მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.
პარალელური ადგილები: იერემია 33:25
- ფსალმუნები 74:16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
- ფსალმუნები 74:17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
- იერემია 31:35ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
- იერემია 31:36თუ ეს წესები მომეშალა, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად.
- ფსალმუნები 104:19შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
- იერემია 33:20ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
- შესაქმე 8:22ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
- შესაქმე 9:9აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას,
განაგრძე კითხვა: იერემია 33
სრულად წაიკითხე: იერემია 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში