
იერემია 36:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.
იერემია 36:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:2 კონტექსტში
36:1იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
36:2აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.
36:3იქნებ შეაფიქრიანოს იუდას სახლი ყველა უბედურებამ, რის ქმნასაც ვუპირებ მათ, იქნებ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზა და ვაპატიო დანაშაული და შეცოდება.
36:4უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.
პარალელური ადგილები: იერემია 36:2
- იერემია 30:2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი.
- გამოსვლა 17:14უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.
- იერემია 25:3იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ.
- იერემია 1:10იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე.
- იერემია 36:6შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე.
- იერემია 51:60ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი.
- იერემია 25:9აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ.
- იერემია 25:29რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში