გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 38:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 38:25

თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო,

იერემია 38:25 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 38:25 კონტექსტში

38:23ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.

38:24უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა.

38:25თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო,

38:26მიუგე: ჩემი მუდარა მოვახსენე მეფეს, რომ აღარ დამაბრუნონ-თქო იონათანის სახლში და არ მოვკვდე-თქო იქ.

38:27მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს.

პარალელური ადგილები: იერემია 38:25

განაგრძე კითხვა: იერემია 38

სრულად წაიკითხე: იერემია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში