
იერემია 38:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენ წინააღმდეგ?
იერემია 38:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 38:5 კონტექსტში
38:3ასე ამბობს უფალი: ბაბილონის მეფის ლაშქარს ჩაუვარდება ხელში ეს ქალაქი და დაიპყრობს მას ბაბილონის მეფე.
38:4უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელ ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.
38:5თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენ წინააღმდეგ?
38:6აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.
38:7გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
პარალელური ადგილები: იერემია 38:5
- იოანე 19:12ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.
- იოანე 19:16მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
- მეფეთა ბ 3:39მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!
- მეფეთა ა 29:9ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.
- მეფეთა ბ 19:22თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
- მეფეთა ა 15:24უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.
- იგავესნი 29:25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
განაგრძე კითხვა: იერემია 38
სრულად წაიკითხე: იერემია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში