
იერემია 39:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.
იერემია 39:1 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 39:1 კონტექსტში
39:1იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.
39:2ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა ქალაქი.
39:3შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი, ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები.
პარალელური ადგილები: იერემია 39:1
- იერემია 52:4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
- იერემია 52:7გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას.
- ეზექიელი 24:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:
- ეზექიელი 24:2ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს.
- ზაქარია 8:19ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.
განაგრძე კითხვა: იერემია 39
სრულად წაიკითხე: იერემია 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში