
იერემია 39:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.
იერემია 39:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 39:14 კონტექსტში
39:12წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც თავად გითხრას.
39:13გაგზავნეს ხალხი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ნებუშაზბანმა, საჭურისთუხუცესმა, ნერგალ-სარეცერმა, რაბ-მაგმა და ბაბილონის მეფის დიდებულებმა,
39:14გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.
39:15საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი:
39:16წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე, შენ წინაშე ახდება ყველაფერი.
პარალელური ადგილები: იერემია 39:14
- იერემია 38:28იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის აღებამდე და იერუსალიმის აღების შემდეგაც.
- იერემია 26:24ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
- იერემია 40:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.
- იერემია 41:3ყველა იუდაელთ, ვინც კი გედალიასთან იყო მიცფაში და ქალდეველი ჯარისკაცები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, დახოცა ისმაელმა.
- იერემია 37:21ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
- იერემია 39:15საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი:
- ფსალმუნები 105:19ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
- იერემია 38:13ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.
განაგრძე კითხვა: იერემია 39
სრულად წაიკითხე: იერემია 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში