
იერემია 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?
იერემია 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 4:21 კონტექსტში
4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
4:20უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები.
4:21როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?
4:22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
4:23შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.
პარალელური ადგილები: იერემია 4:21
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:6მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები, რომ ბაბილონში წაეყვანა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:7წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში.
- ნეშტთა შორისა ბ 36:17მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:10წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.
- იერემია 6:1თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.
- იერემია 4:5გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!
- იერემია 4:6აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს!
განაგრძე კითხვა: იერემია 4
სრულად წაიკითხე: იერემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში