
იერემია 40:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.
იერემია 40:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 40:8 კონტექსტში
40:6მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
40:7როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,
40:8მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.
40:9ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.
40:10ხოლო მე მიცფაში ვრჩები, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო, საზაფხულო ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ. იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ.
პარალელური ადგილები: იერემია 40:8
- იერემია 42:1მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,
- მეორე სთვლისაება 3:14იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე.
- ეზრა 2:22ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი,
- ნეემია 7:26ბეთლემელი და ნეტოფელი კაცები - ასოთხმოცდარვა,
- მეფეთა ბ 23:28ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი,
- მეფეთა ბ 23:29ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან;
- მეფეთა ბ 10:6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.
- იერემია 40:6მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
განაგრძე კითხვა: იერემია 40
სრულად წაიკითხე: იერემია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში