
იერემია 41:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაინახა ისმაელის თანმხლებმა ხალხმა იოხანან კარეახის ძე და მასთან მყოფი მხედართმთავრები, გაიხარა.
იერემია 41:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 41:13 კონტექსტში
41:11როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,
41:12თან იახლეს თავიანთი კაცები და გაემართნენ ისმაელ ნეთანთას ძის წინააღმდეგ საბრძოლველად და მონახეს იგი დიდ წყალსატევთან გაბაონში.
41:13როცა დაინახა ისმაელის თანმხლებმა ხალხმა იოხანან კარეახის ძე და მასთან მყოფი მხედართმთავრები, გაიხარა.
41:14და პირი იბრუნა ყველამ, ვინც მიცფადან ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი ისმაელს, გაბრუნდნენ და იოხანან კარეახის ძესთან მივიდნენ.
41:15ხოლო ისმაელ ნეთანიას ძე გაექცა რვა კაცითურთ იოხანანს და ყამონიანებთან გადავიდა.
განაგრძე კითხვა: იერემია 41
სრულად წაიკითხე: იერემია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში